ნატო, „აბრეშუმის გზის“ პროექტი,
ვორქშოფი და სემინარები
აბრეშუმის გზის პროექტი მოწოდებულია დანერგოს ეკონომიკურად ეფექტური გლობალური ინტერნეტ კავშირი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სახელმწიფოთაშორისი სატელიტური ტექნოლოგიის, ტელეკომუნიკაციებისა (ვიდეოკონფერენციების ჩათვლით) და GEANT–ის (უმსხვილესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელი, რომელიც ევროპის 26 ქვეყანას აერთიანებს) მეშვეობით. ამით აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის ერთგვარი ვირტუალური „საინფორმაციო მაგისტრალი“ შექმნება.
პროექტის მთავარი მიზანია პროექტში მონაწილე ყოველ ქვეყანაში შეიქმნას ტრავმის პრევენციის ადგილობრივი ცენტრები, ხოლო ქვეყნის მოსახლეობას მიეწოდოს მაღალპროფესიული ფსიქოლოგიური მომსახურება.
პროექტის ამოცანაა მნიშნელოვნად გაიზარდოს ინფორმაციის მიმოცვლა რეგიონის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
ეს უნიკალური პროექტი, აბრეშუმის პროექტის ტექნოლოგიების გამოყენებით, აპირებს შექმნას მძლავრი კომპიუტერული ქსელი ამ ქვეყნებში მომუშავე ფსიქოლოგებისთვის; მათ განკარგულებაში იქნება ინტერნეტ–პორტალი და აბრეშუმის გზის პროექტის მთლიანი ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, რომელშიც იგულისხმება ვიდეოკონფერენციით, დისტანციური სწავლებით, ინტერნეტ–ფორუმებითა და ვებზე განთავსებული დეტალური სახელმძღვანელოთი სარგებლობის საშუალება.
ყოველთვის არსებობს ტერორიზმის გლობალური საშიშროება, მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი თუ ანტროპოგენური კატასტროფების ალბათობა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ ადამიანთა ჯგუფებს თუ საზოგადოებებს მთლიანობაში. საუბედუროდ, უმეტეს შემთხვევაში ტერორისტული საქმიანობა მიმართულია, პირევლ რიგში, საზოგადოების დაშინებასა და ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევის შეზღუდვა–გაკონტროლებაზე; სხვადასხვა სტიქიურ უბედურებებს აგრეთვე შეუძლია საკომუნიკაციო არხების დაზიანება.
NIG/აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურაზე აგებული ამ პროექტის შედეგად, აბრეშუმის გზის ქვეყნების კრიზისული მხარდაჭერის ქსელი შეძლებს გაუწიოს ვირტუალური მხარდაჭერა და კონსულტაცია ქსელის იმ წევრებს, ვის ქვეყნებსაც შეეხება მსგავსი კატასტროფები. ამდენად, აბრეშუმის გზის პროექტი გახდება იმედისა და მხარდაჭერის წყარო იმ რეგიონებისთვის, სადაც სხვაგვარად მუწვდომელი იქნება ის პროფესიული ინფორმაცია და რჩევები, რომლებიც არსებითია კატასტროფების მიერ მიყენებული დარტყმის შესარბილებლად და მისი შედეგების დასაძლევად.
მდგრადობის ინტეგრაციული მოდელი (BASIC Ph), რომელიც შემუშავებულია სტრესის პრევენციის ცენტრის მიერ, უკვე 25 წელია რად წარმატებით გამოიყენება ისრაელისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების განათლების სისტემებში, ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამთავრობო და მუნიციპალურ სამსახურებში; ამ მოდელს იყენებენ უშიშროების სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებთან მომუშავე ფსიქოთერაპევტები. გარდა ამისა, მის მიხედვით ხორციელდება ფსიქოთერაპევტთა წვრთნა ადგილებზე. ეს მოდელი იქნა გამოყენებული თურქეთში 1999 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 2004 წელს რუსეთში (ბესლანში) მომხდარი საზარელი ტრაგედიის შემდეგ, 2004 წელსვე აზიაში მომხდარი საშინელი კატასტროფის (ცუნამის) შემდეგ. თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სტრესის პრევენციის ცენტრი აფართოვებს საქმიანობას და ეხმარება იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ რაც შეიძლება უკეთ შეძლონ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებულ სტრესებთან და მათ შედეგებთან გამკლავება. დღესდღეობით, ათასობით პროფესიონალმა ისრაელსა და მთელს მსოფლიოში გაიარა ტრენინგი და დაეუფლა როგორც ინტეგრაციული მდგრადობის მოდელს, ასევე ტრავმისა და სტრესის დაძლევის მრავალ სხვა ინდივიდუალურ, ოჯახურ, ჯგუფურ თუ სისტემურ ტექნიკას.
პროექტის ძირითადი ეტაპები: უნდა აღინიშნოს, რომ თუმცაღა აქტივობები #1 და #2 არაა შესული NIG აპლიკაციაში და შეტანილია ცალკეული განაცხადის სახით (ASI, ARW/ANW), ისინი მაინც ინტეგრირებულია NIG პროექტთან და ახლო კავშირშია მასთან.
რიგითი ნომერი
საქმიანობა
1
გაიმართება სამდღიანი სემინარი სტამბულში, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას სწრაფი რეაგირების ფსიქოლოგები აბრეშუმის გზის პროექტის ყველა ქვეყნიდან (სემინარის პროექტი წარმოდგენილი იქნება ცალკე). სემინარი იქნება ვორქშოფული ტიპის და ჩატარდება იმ უკუკავშირზე დაყრდნობით, რომელიც სემინარის წინ შეგროვდება მონაწილეებისგან კითხვარების მეშვეობით. კითხვარში შესული შეკითხვებით გაირკვევა, თუ რა ტიპის კატასტროფები და საფრთხეებია დამახასიათებელი ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის და ასევე ის, თუ რა საშუალებებითა და მეთოდებით მუშაობს თითოეული ეს ქვეყანა კრიზისული ვითარების დასაძლევად. უკუკავშირი გაანალიზდება სტრესის პრევენციის ცენტრის ექსპერტების მიერ და მნიშვნელოვან წილად განაპირობებს სემინარის პროფესიონალური გეგმის საბოლოო სახეს.
2
წიგნების, სტატიებისა და სემინარების მასალების საფუძველზე შინაარსობრივად განისაზღვრება და შემუშავდება ორენოვანი ტექსტი, რომელიც შეეხება ტრავმის / ტერორის / კატასტროფის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებთან გამკლავების საკითხებს. ამოცანა შესრულდება გარე კონსულტანტებისა და თარჯიმნების დახმარებით.
3
ისრაელში ჩატარდება ორკვირიანი სასწავლო კურსი (ASI), რომელზეც მოწვეულნი იქნებიან აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილეები (ფსიქოლოგები) და მკვლევარები/ფსიქოლოგები ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან. კურსი განიხილავს უახლეს სამეცნიერო და პრაქტიკულ მონაცემებს და სტრესის პრევენციის ცენტრის მიერ შემუშავებულ მეთოდებსა და პრაქტიკას. კურსის ჩატარების თაობაზე შემუშავდება ცალკე პროექტი.
4
გარე ექსპერტების (კონტრაქტორების) დახმარებით შემუშავდება სპეციფიკაციები, რომელთა საფუძველზე შემდგომში, მონაწილეებისა და ტრავმის პრევენციის ადგილობრივი ცენტრების ექსპერტთათვის, შემუშავდება ელექტრონული (დისტანციური) სწავლების ორი ბლოკი. ეს ბლოკები ასახავს და დააფიქსირებს ARW სემინარის და ASI კურსის მსვლელობისას განხილულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებს, როგორებიცაა:
1.ტერორისტული საქმიანობის შედეგების დაძლევა ინდივიდუალურ და სათემო დონეზე
2.კატასტროფებზე, კრიზისულ სიტუაციებსა და ტრავმებზე სწრაფი რეაგირება
თითოეულ ბლოკში შევა როგორც ზოგადი ნაწილი, ასევე თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული შინაარსიც.
5.
შემუშავდება ორენოვანი ინტერნეტ–პროგრამა, რომელიც მიეძღვნება ტერაქტის / ტრავმის / კრიზისის / სტრესის სოციალურ–ფსიქოლოგიური შედეგების პრობლემებს (#2 პუნქტში ნახსენები მასალების საფუძველზე). მასალები თითოეულ დამატებით ენაზე მომზადდება ელექტრონული სწავლების შესაბამისენოვანი ექსპერტების მოშველიებით.
6
ისრაელში შემუშავდება ორენოვანი (ინგლისურ–რუსული) ინტერნეტ–სახელმძღვანელო ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ შეიმუშაონ ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდები, მოახდინონ სწრაფი რეაგირება კრიზისულ ვითარებაში და შეასწავლონ ტრავმის პრევენციის რეგიონალური ცენტრების თანამშრომლებს მოსახლეობასთან მუშაობის სპეციფიკა. თითოეული მონაწილე ქვეყანა თარგმნის სახელმძღვანელოს ადგილობრივ ენაზე. სახელმძღვანელოში შევა აგრეთვე რეკომენდაციები ტრავმის პრევენციის ადგილობრივი ცენტრების შექმნისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
7
საჭიროების მიხედვით, სემინარის მონაწილეთა და შემდგომში ტრავმის პრევენციის ადგილობრივი ცენტრების თანამშრომელთა დასახმარებლად, სტრესის პრევენციის ცენტრის გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდება შინაარსი და მეთოდოლოგია ფორუმისა, რომელიც მიეძღვნება ტერორის / კრიზისის/ სტრესის / ტრავმის შედეგების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.
ფორუმის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი მეთოდები, პუბლიკაციები და სტრესის პრევენციის ცენტრის გამოცდილება. მონაწილეები გამოიყენებენ ფორუმს მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განსახილველად.
8
სემინარის მონაწილეთა მხარდამჭერი ფორუმის შინაარსსა და მეთოდებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება კატასტროფების, ტერორისა და ტრავმის შემთხვევებისას პირველი ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარების აღმოსაჩენი ორენოვანი ინტერნეტ ფორუმი / სადისკუსიო პორტალი. ფორუმის პორტალს ექნება ვიდეოკონფერენციის ოფცია და აბრეშუმის გზის პროექტის ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება. ფორუმის წევრები შეძლებენ გაეცნონ პუბლიკაციებს და მოხსენებებს და მოაწყონ დისკუსიები სტრესის პრევენციის ცენტრის ექსპერტებთან ერთობლივად.
9
პორტალის / შინაარსის / ფორუმის / სახელმძღვანელოს / დისტანციური სწავლების ბლოკების ტექნიკური უზრუნველყოფა და მოდიფიცირება. ასეთი უნარ–ჩვევების ცოდნა აუცილებელია ტრავმის პრევენციის ადგილობრივი ცენტრების ყველა თანამშრომლისთვის. სურვილები და უკუკავშირი შეგროვდება რეგულარულად და სისტემატურად და გამოიყენება ინტერნეტ–მასალების მუდმივი ცვლილების, ოპტიმიზირებისა და განახლებისთვის.
10
3–დღიანი ტრენინგი ელექტრონული სწავლების ბლოკების, ფორუმების და ინტერნეტ–პორტალის სხვა სექციების ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებზე.
ტრავმის პრევენციის ადგილობრივი ცენტრების პერსონალის საბოლოო ტრენინგი, რომლის შედეგადაც ის შეძლებს არა მხოლოდ დამოუკიდებლად მართოს პორტალზე არსებული მასალები, არამედ შექმნას ახალი სასწავლო ბლოკები და შინაარსობრივი სექციები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს; მათ ასევე საჩუქრად გადაეცემათ ელექტრონული სასწავლო კურსის საბოლოო ვარიანტი და კურსის მასალების განახლების ეტაპობრივი სახელმძღვანელო.
ტრენინგში მონაწილეობის კრიტერიუმებია პერსონალური კომპიუტერის, ინტერნეტში მუშაობის, საოფისე პროგრამების და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.